კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასელი და ოქროს მედალოსნობის კანდიდატი - მარიამ გედენიძე!
- 24 ოქტომბერი, 2017
მეგობრებო! წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის ახალ რუბრიკას - "მოსწავლის პროფილი"!
პირველი მოსწავლე კომაროვის სკოლის მეთერთმეტე კლასელი და ოქროს მედალოსნობის კანდიდატი - მარიამ გედენიძეა!
მარიამი:
Ø კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულია, მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებებში და საუკეთესო დელეგატადაც დასახელდა.
Ø ასევე სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული და სოციალური, განსაკუთრებით კი გენდერული საკითხებითაა დაინტერესებული.
Ø მოპედების ჩემპიონატის ერთადერთი გოგო მონაწილე იყო და მეორე საპრიზო ადგილიც დაიკავა.
Ø ასევე აქტიურადაა ჩართული თბილისის ველომოყვარულთა კლუბში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში, მაგალითად ბაკურიანში თხილამურებზე სრიალს ასწავლიდა ბავშვებს.
Ø უყვარს ლაშქრობა, გატაცებულია ფიგურული სრიალით და მსახიობობით; მონაწილეობდა სკოლის დრამაკლუბის სპექტაკლებში, რომლის მეშვეობითაც იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზეც გაემგზავრა.
Ø სკოლის დებატკლუბის წევრია და სპიკერობითაცაა დაინტერესებული.
Ø ახლახანს გოგონების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სახელწონდებით „გოგოები მომავლიდან“ მარიამის ფოტოც იყო წარმოდგენილი... გოგონა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლის პოტენციალი აქვს.
Ø მომავალში სწავლის გაგრძელებას ამერიკაში გეგმავს და სურს მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს და საჯარო ლექციები წაიკითხოს.
Ø მარიამი ამბობს - "ნებისმიერი რამის მისაღწევად ბევრი შრომა და დროის სწორი მენეჯმენტია საჭირო და კიდევ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს!"
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მარიამს!